დეკრეტული შვებულება – საინფორმაციო ბიულეტენი

საინფორმაციო ბიულეტენი მოგაწვდით ინფორმაციას იმ საკანონმდებლო სიახლების შესახებ, რომლებიც ბოლო დროს განხორციელდა შრომის კოდექსში დეკრეტული შვებულების მარეგულირებელ ნორმებში. ბიულეტენი, აგრეთვე, გაცნობებთ ორსული ქალებისთვის შრომის კანონმდებლობაში შეტანილი დამატებითი გარანტიების თაობაზეც, რომელიც გარკვეულწილად აუმჯობესებს დასაქმებული ორსული ქალების  უფლებრივ მდგომარეობას. გარდა ამისა, საინფორმაციო ბიულეტენი აღწერს შრომითი უფლებების დაცვის  მექანიზმებს და იმას, თუ რა შედეგი შეიძლება, მიიღოს დასაქმებულმა ამ […]

გილოცავთ 8 მარტს !

8 მარტს თბილისში, მეტროსადგურ რუსთაველთან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გამართა ღია ოფისი, სადაც პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის წევრებმა ქალებს ყვავილებით მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე. ყვავილებთან ერთად მათ გადაეცათ ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ბუკლეტები. ამ აქციის შემდგომ პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი, სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროფკავშირთან ერთად დაბა აგარაში ჩავიდა. იქ მცხოვრები 180 ქალი უკვე მე-6 […]