დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ პროგრამის – “ტრენინგის მეთოდოლოგიის და სასწავლო მასალების სახელმძღვანელოების შემუშავების შესახებ” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

 17-19 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ პროგრამის – “ტრენინგის მეთოდოლოგიის და სასწავლო მასალების სახელმძღვანელოების შემუშავების შესახებ” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. 2022-2024 წლის პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, გაერთიანების დარგობრივი ორგანზაციების წარმომადგენლებისა და პროფკავშირული აქტივისტების ტრენერებად მომზადება მოხდა. შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა დასაქმებულებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: შრომის უსაფრთხოება, მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა, გენდერული თანასწორობა. დასკვნით ღონისძიებაზე, ტრენერთა ტრენინგის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

განცხადება