მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დასაქმებულების ხმა ისმოდეს არამხოლოდ მათ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ, გლობალურად

საქართველოში ოფიცილური ვიზიტით მსოფლიო პროფკაშირების გენერალურ მდივან, ლუკ ტრიანგლჩამოვიდა.

ტრიანგლიმ მაღალი დონის შეხვედრები გამართა საქართველოს პროფკავშირების ლიდერებთან, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, პროფკავშირების წევრ დასაქმებულებთან, ქალთა და ახალგაზრდულ კომიტეტებთან და მედიისთვის შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.

 


ეხვედრებზე მსოფლიო პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ მიმოიხილეს საქართველოსა და მსოფლიოს შრომითი ბაზარი,  დასაქმებულთა უფლებები, გამოწვევები და პროგრესი, ევროკავშირის დირექტივების მნიშვნელობა, მსოფლიო პროფკავშირების როლი და სამომავლო მხარდაჭერის საკითხები.

 

 

ჩემი აქ, საქართველოში ყოფნა, მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში. პირველ რიგში, როცა  ადამიანის უფლებებზე, პროფკავშირულ უფლებებზე, გაერთიანების თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ესენი დემოკრატიის ღირებულებებია და საქართველოს სჭირდება  იყოს იმის მაგალითი, რომ აჩვენოს  თუ როგორაა დაცული დასაქმებულთა უფლებები. მესმის,რამდენად რთულია ხანდახან მუშაობა და გადარჩენა. Მე ყველაფერს ვაჟღერებ შსო-სთან, გაეროსთან, ჩვენს ორგანიზაციასთან და მინდა ვთქვა, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ქვეყანა, ის რეგიონის ნაწილია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დასაქმებულების ხმა ისმოდეს არამხოლოდ მათ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ, გლობალურად. იმედოვნებ,  რომ პოლიტიკა გაუმჯობესდება და პოლიტიკოსები და დამსაქმებლები გააცნობიერებენ შრომის ბაზრის რეგულირების მნიშვნელობას. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება უკვე არის ძლიერი ორგანიზაცია, საჭიროაგააგრძელ მუშაობა და  ზრდა. პირდებით, რომ მეც გავაგრძელებ მუშაობას ჩემს კოლეგებთან ერთად შემდგომ ნაბიჯებზე პროგრესის განსახორციელებლად.  

საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ჩემი ვიზიტის მიზანიც ეს იყო დღეს მინისტრთან, რომ ხაზი გამესვა შსო-ს მეტი კონვენციის რატიფიცირებისა და განხორციელების საჭიროებაზე” – განაცხადა ლუკ ტრიანგლიმ.

რაც შეეხება მინიმალურ ხელფასს, მსოფლიო პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხი საქართველოში ნამდვილად პრობლემურია.

დასაქმებულ პირებს არ აქვთ ღირსეული ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები, რადგან მინიმალური ხელფასი დღეის მდგომარეობით საქართველოში 20 ლარია. ჩვენ გვჭირდება შრომის ბაზრის ინსტიტუტები, რომლებიც დაარეგულირებენ შრომის ბაზარს, ეს მოიცავს:სოციალური დიალოგის არსებობას, კოლექტიურ მოლაპარაკებას,  შრომის ინსპექციას. ჩვენ გჭირდება მინიმალური ანაზღაურების გაზრდა სოციალური დიალოგის და კოლექტიური მოლაპარაკების  გზით,  რაც ქვეყანაში სოციალური მშვიდობის გარანტი იქნება” – განაცხადა მან.  

Მსოფლიო პროფკავშირების გენერალური მდივნის სტუმრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ მსოფლიო პროფკავშირების პირველი პირის სტუმრობაფაქტობრივად ხაზი გაუსვა საქართველოს პროფკავშირების ღვაწლს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, მსოფლიო პროფკავშირულ მოძრაობაში.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ჩვენს დებთან და ძმებთან, რომლებიც სხვადასხვა სექტორში მოღვაწეობენ. დაახლოებით 50 დასაქმებული იყო ჩამოსული:  აჭარიდან, ქუთაისიდან, კახეთიდან, სხვადასხვა რეგიონიდან. ისაუბრეს თავიანთ პრობლემებზე. მსოფლიო პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა მათთან საუბარში გარკვეული პარალელები გაავლო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეხვედრებზე მისი მხრიდან საკმაოდ ნათლად იქნა აღწერილი საქართველოს პროფკავშირების როლის და იმ წვლილის შესახებ, რაც ჩვენ შეგვაქვს მსოფლიო პროფკავშირულ მოძრაობაში. ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ვიტყოდი, რომ შესაძლოა, ჩემზე კარგადაც კი წარმოაჩინა ბატონმა ლუკმა ის პრობლემები, რაც ქართულ პროფკავშირებს და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შრომით ბაზარზე. ეს არის სოციალური დიალოგის ნაკლებობა, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხები, ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, ქალთა და მამაკაცთა ხელფასებს შორის დისბალანსი, დეკრეტული შვებულებების თანმხლები პრობლემები, არაფორმალური დასაქმება, რომელიც სერიოზული პრობლემაა და ა.შ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა, რაზეც ბუნებრივია ორივე მხარე შეთანხმდა. უფრო მეტიც, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ სამინისტროსთან ერთად ხელი მოვაწერეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ქვეყნის ღირსეული დასაქმების პროგრამას, სადაც გაწერილი არის რასაკითხები უნდა მოგვარდეს ამ მემორანდუმის ფარგლებში და მათ შორის, ასახულია ბევრი საკითხი, რაზეც ლუკ ტრიანგლიმ დღეს შეხვედრაზე ისაუბრაგანაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ITUC-ი არის გლობალური შრომითი მოძრაობა, ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს პროფკავშირულ მოძრაობებს მსოფლიოს მასშტაბით. მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები წინაპირობაა იმისა, რომ  ქართველი მშრომელების ხმა ყველგან ისმოდეს იმ დარბაზებსა და ოთახებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, რამაც ქართველი დასაქმებულებისთვის ღირსეული შრომითი პირობები და უსაფრთხო გარემო უნდა უზრუნველყოს.