მიმდინარეობს საიტის განახლება

XI ყრილობა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა

 

2009 წლის 25-26 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა 209 დელეგატი, მოწვეული სტუმრები, როგორც საქართველოდან, ასევე წარმომადგენლები საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციებიდან (ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ბელარუსია, აზერაბიჯანი, პოლონეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, სერბეთი, რუსეთი, ბელგია).

ყრილობამ განიხილა შემდეგი საკითხები:

 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობის ანგარიში საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ  – ირაკლი პეტრიაშვილმა.
გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ – გოჩა ალექსანდრიამ წარმოდგენა პრეზენტაციები გაერთიანების აპარატის სამსახურების (საორგანიზაციო, ანალიტიკური, იურიდიული, საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების, საფინანსო, სწავლება-გადამზადების, ცენტრი, შრომის დაცვის, მედიაანლიზისა და საინფრომაციო უზრუნველყოფის) მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ.
ყრილობაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელი – დიმიტრინა დიმიტროვა, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის კონფედერალური მდივანი – იოსეფ ნემეცი.
 
გაიმართა არჩევნები. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ირაკლი პეტრიაშვილი, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებად: გოჩა ალექსანდრია, მერაბ დოლიძე, ეთერი მათურელი.
 
გაერთიანების გამგეობაში შეყვანილ იქნენ გაერთიანების წევრი ორგანიზაციების თავმჯდომარეები.
 
ყრილობის მუშაობის მეორე დღე მიეძღვნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დოკუმენტებში ცვლილებებისა და დამატებების პროექტებს. ცვლილებები განხორციელდა:
– საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წესდებაში;   
დებულებებში:
–    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობის მუდმივმოქმედი კომისიების;
–    პროფკავშირული ორგანიზაციების რაიონული და საქალაქო გაერთიანებების;
–    საქართველოს სამხარეო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  რწმუნებულის;
–    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის;
   ინსტრუქციაში „პროფკავშირული ორგანოების არჩევნების შესახებ“;
   რეგლამენტებში:
–    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობის მუშაობის;
–    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობის მუშაობის.

დამტკიცდა საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელი კომისიის დებულება. აგრეთვე გაერთიანების 2009-2013 წწ. სამოქმედო პროგრამა.

 
ყრილობაზე მოწვეული სტუმრებიდან მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: ალექსანდრე კვიტაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ელგუჯა მელაძე – დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი; გიორგი ახვლედიანი – პარლამენტის ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი.