ყრილობაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ”პროფკავშირული მოძრაობის 100 წლისთავი”; ”საქართველოში პროფკავშირული მოძრაობისა და პროფკავშირული კულტურის განვითარების პროგრამის” ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ”.
პროფკავშირული საქმიანობის გარდაქმნის უზრუნველყოფის მიზნით ყრილობამ სერიოზული ცვლილებები შეიტანა გაერთიანების წესდებისა და პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა (დებულებები, რეგლამენტები, ინსტრუქცია) დოკუმენტებში.
გაერთიანების VIII ყრილობა საიუბილეო ყრილობა იყო, რადგან ამ ყრილობის ფარგლებში ჩატარდა 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები. ყრილობაზე აღინიშნა, რომ საქართველოში პროფკავშირული მოძრაობა საუკუნოვან ისტორიას ითვლის და, რომ პროფესიულ კავშირებთან შინაარსობრივად მსგავსი ორგანიზაციები – ამქრული, ხელოსნური პროფესიული გაერთიანებები საქართველოში ჯერ კიდევ, ადრეული საუკუნეებიდან გვევლინება.
ყრილობა ჩატარდა ორ სხდომად.
ყრილობის პირველი სხდომა მთლიანად მიეძღვნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რეფორმისტული მიმდინარეობის პერიოდის შესაბამისი დოკუმენტების განხილვასა და მიღებას. დამტკიცდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიენების 2006-2008 წწ. სამოქმედო პროგრამა. ყრილობამ მოიწონა და დაამტკიცა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წესდება (ახალი რედაქციით). შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტში.
ყრილობამ მოიწონა საქართველო პროფესიული კავშირების გაერთიანების ჰიმნი, რომელიც სპეციალურად საქართველოს პროფესიული კავშირების საუკუნოვანი ისტორიის საიუბილეოდ შეიქმნა და პირველად ამ ყრილობაზე შესრულდა.
ყრილობაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შექმნილი ათწუთიანი ფილმი, რომელიც ასახავდა პროფკავშირების გაერთიანების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს (აქციები, მანიფესტაციები, სატელევიზიო გამოსვლები, შეხვედრები პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებთან და სხვა).
ყრილობას მიესალმა საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი იააპ ვიენენი.
ყრილობის დამთავრების შემდეგ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას (GTUC), უკრაინის პროფკავშირების ფედერაციასა (EPU) და პოლონეთის პროფკავშირებს (SOLIDARNOSC) შორის.