მიმდინარეობს საიტის განახლება

ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ვაზისუბანში “მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრმა” პაციენტების მიღება განაახლა, მისმა თანამშრომლებმა კი გაფიცვა შეწყვიტეს. გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალმა პროფკავშირების ჩართულობით ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.

შეთანხმების მიხედვით, ადმინისტრაციამ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მედპერსონალს სახელფასო დავალიანება უნდა დაუფაროს. ასევე, შეიქმნება შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროცესის მონიტორინგს განახორციელებს. მედპერსონალმა პროტესტის ამ ფორმას ორი დღის წინ მიმართა. ისინი აცხადებენ, რომ სათანადო სამუშაო პირობების არ ქონის გარდა დროულად ვერ იღებენ კუთვნილ ანაზღაურებას.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის ორდღიანი შეხვედრებისა და მოლაპრაკებების შედეგად, ადმინისტრაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. სამედიცინო ცენტრს აღუდგა დავალიანების გამო გათიშული გაზისა და ელექტრო ენერგიის მიწოდება. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელი ირაკლი ამირანაშვილი მხარეებთან კომუნიკაციას არსებული პრობლემების სრულ გადაწყვეტამდე განაგრძობს.