პროფკავშირებმა უმუშევრობის დაზღვევის შესახებ კვლევი პრეზენტაცია გამართა

უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პრესპექტივა” – პროფშავშირებმა აღნიშნულ საკითხზე მომზადებული კვლევის პრეზენტაცია 15 ნოემბერს გამართეს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა უმუშევრობის დაზღვევასთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირების გართიანების მიერ მომზადებული რეკომენდაციები და საკანონმდებლო ინიციატივა. კვლევა საქართველოში “ფრიდრიხ ებერტი”ს ფონდის პარტნიორობით ჩატარდა.

კვლევის ნახვა შეგიძლიათ აქ –

უმუშევრობა საქართველოში მრავალი წელია ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული პრობლემაა მოსახლეობისათვის. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმებულებად ითვლებიან ის პირებიც, რომლებიც საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მოსახლეობის მიერ სუბიექტურად აღქმული უმუშევრობა გაცილებით მაღალია და 22,2%-ს შეადგენს.

უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ქვეყანაში არსებული სიღარიბისა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2015 წელს, სიღარიბემ საქართველოში 25,3% შეადგინა. სიღარიბის ზღვარს მიღმა კი მოსახლეობის 12%-ია. ადამიანები სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში მძიმე რეალობის წინაშე დგებიან, ისინი მოკლებულნი არიან ყოველგვარ სოციალურ უზრუნველყოფას, მანამ, სანამ სიღარიბის ზღვარს მიღმა არ აღმოჩნდებიან.  ოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის შემთხვევაში კი სახელმწიფოსგან მიზერულ შემწეობას იღებენ.

უმუშევრობის შემწეობის სისტემის შემოღება და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შემწეობის მისაღები ოდენობის განსაზღვრა, წარმოადგენს სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართულ ქმედით ნაბიჯს. აღნიშნული სისტემის შემოღება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 102-ე კონვენციით განმტკიცებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ქვეყანაში მინიმალური სოციალური სტანდარტების დამკვიდრების წინაპირობაა.

ფოტოალბომი