უკრაინის პროფკავშირების მიერ გამართულ შეხვედრას, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის განვლილი პერიოდი, გამოწვევები, პრიორიტეტები და მხარდაჭერა განიხილეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გერთიანებისა და დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ონლაინ რეჟიმში დაესწრნენ, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და მშრომელი ადამიანების მიმართ.
უკრაინის პროფკავშირების ფედერაციამ FPU და უკრაინის თავისუფალი პროფკავშირების კონფედერაციამ KVPU ვიდეოსა და სლაიდების სახით წარმოადგინეს ომისდროინდელი საქმიანობა და აქტივობები. ისაუბრეს დაკარგულ პროფკავშირულ ორგანიზაციებსა და მილიონობით სამუშაო ადგილებზე, მიგრანტებად ქცეულ საკუთარ მოქალაქეებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა პარტნიორ ორგანიზაციებს, მათ შორის საქართველოს პროფკავშირებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდნენ პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციიის ITUC, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ETUC, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ILO ACTRAV ბიუროსა და სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირის წარმომადგენლები.
როგორც იცით, დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 2 წელი გავიდა.