დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა.
ნგრევაში სამი დასაქმებული მოჰყვა, მათგან ორი მსუბუქად დაშავდა ხოლი ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ქუთაისის რეფერარულ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.
ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, ჩინურ კომპანიასთან დასაქმებულებს დაწყებული აქვთ კოლექტიური შრომითი დავა. შრომის უსაფრთხოების და შრომითი პირობების უხეში დარღვევის ფაქტები პროფკავშირის მხრიდან უკვე იდენთიფიცირეულია და მიმდინარეობს მედიაციის პროცესი.