მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უბედური შემთხვევა ზესტაფონში – დაღუპულია მუშა

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ საწარმო შემთხვევა მოხდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში.

სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. პროფკავშირების წარმომადგენლები შემთხვევის დეტალებს ადგენენ.  ეს 2018 წელს სამუშაო ადგილზე მომხდარი მე 8 უბედური შემთხვევაა, რომელიც ფატალურად დასრულდა.