დაახლოებით 05:00 საათზე უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურის შუქრუთის მაღაროზე, სადაც მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულდა. როგორც მაღაროელები ამბობენ მაღაროს ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა. მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას. გამოსაკვლევია ისიც, ადგილი სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, რატომ იყო გადაუმაგრებელი და რატომ მუშაობდა ბრიგადა ღია სამთო მასის ქვეშ. (ინფორმაცია სამთო მაშველის მონათხრობზე დაყრდნობით მოგვაწოდა დარგობრივი პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენელმა)