დღეს ტყიბულში მეშახტეების აქცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა და სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული კავშირის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქციის ძირითადი მოთხოვნები იყო :
1. მოხდეს 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი ჯგუფური უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა.
2. განხორციელდეს შახტების დროებითი კონსერვაცია იქ არსებული რისკების შეფასების მიზნით და განხორციელდეს ობიექტის სრული მოდერნიზება
3. კონსერვაციის გამო წარმოშობილი იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მოხდეს დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა.
4. ყოველივე ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირის, კომპანიის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მეშახტეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი.
5. მოხდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის შექმნა ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით.
ასევე აღსანიშნავია – პროფკავშირები ემიჯნება მეშახტეთა ნაწილის მოთხოვნას, რომ ხელმძღვანელ პირებად აქციის მონაწილეების მიერ შეთავაზებული კანდიდატი დაინიშნოს. ერთ ადამიანს არ შეუძლია მეშახტეების პრობლემის გადარწყვეტა და არც შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რასაც ერთი კონკრეტული პიროვნება/ხელმძღვანელი მოკლე დროში ვერ გადაწყვეტს.
ფოტორეპორტაჟის ნახვა შეგიძლიათ აქ