პროფკავშირმა წევრ დასაქმებულს სასამართლოს დახმარებით დისციპლინური სახდელები მოუხსნა
შპს „ევოლუშენ ჯორჯიაში“ ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე დასაქმებული მარტოხელა,…
26/09/202305 / 09 / 2022
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტრენერების ტრენინგის მეორე მოდული მიმდინარეობს.
სემინარები ბაკურიანში, სასტუმროში „ვილა პალასი“ 3-7 სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება.
ტრენინგების ციკლის მიზანი გაერთიანებისა და მისი დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის ისეთ საკითხებში უნარების გაუმჯობესება და სწავლებაა, როგორიც არის: მშრომელთა ორგანიზება, ტრენერობა და ლიდერობა.
ტრენინგს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და მისი დარგობრივი ორგანიზაციების 15 წარმომადგენელი ესწრება. სემინარებს დანიის პროფკავშირის განვითარების სააგენტოს მოწვეული ტრენერი – იან კოლერ ნილსენი უძღვება.
საქართველოსა და დანიის პროფკავშირების ერთობლივი პროექტი ტრენინგების ხუთი ეტაპისგან (მოდულისგან) შედგება.