დღეს, ტელეკომპანია იბერიასთან გაიმართა იბერიის პირველადი პროფკავშირის და პროფკავშირების გაერთიანების აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნები იყო :
– სრულად აუნაზღაურდეთ დასაქმებულებს 16 ოქტომბრამდე ნამუშავარი საათები.
– გაიცეს იძულებითი მოცდენის ანაზღაურება.
– კომპანიამ დასაქმებულებს გადაუხადოს კომპენსაციები, როგორც ამას კანონი განმარტავს.
როგორც მოგეხსენებათ, 16 ოქტომბერს ტელეკომპანია იბერიამ გამოაცხადა არხის რეორგანიზაცია და შეაჩერა საინფორმაციო სამსახურის მუშაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის თანამშრომლებმა გამოხატეს პროტესტი და კომპანიას მოსთხოვეს პასუხი კითხვებზე, თუ როდის მიიღებედნენ 15 ოქტომბრამდე გაწეული სამუშაოს ანაუზღაურებას, რა ფორმით მოხდებოდა იძულებითი მოცდენის ანაზღაურება და როდის შეძლებდნენ ჟურნალისტები მუშაობის გაგრძელებას, რაზეც პასუხი არც ადმინისტრაციისგან და არც მფლობელებისგან არ მიუღიათ. 19 ოქტომბერს არხის პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად გამართა პრესკონფერენცია, სადაც დასაქმებულებმა კიდევ ერთხელ საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. ამავე დღეს, რამდენიმე საათში, კომპანიამ თანამშრომლებს აცნობა, რომ ისინი გათავისუფლებულნი იყვნენ სამსახურიდან, მიზეზად არხის რეორგანიზაცია და ხელისუფლების მხირდან ზეწოლა დასახელდა.
არხის თითოეული თანამშრომლისთვის ტელეკომპანია იბერიის პრობლემები ყურადსაღები და მნიშვნელოვანია, მეტიც, მათი უმეტესობა ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე მუშაობაში ათენებდა ღამეებს, სწორედ არხის გადასარჩენად. თუმცა, კომპანიის მმართველების მხირდან ტელევიზიის მაუწყებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ისე მიღება, რომ ამასთან დაკავშირებით არცერთი დასაქმებული ინფორმირებული არ ყოფილა, არასამართლიანია.
პროფკავშირების გაერთიანებისთვის მედიის თავისუფლების შეზღუდვა მიუღებელია და აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკათეთ განცხადება, სადაც ერთის მრხივ მხარს ვუჭერდით ტელეკომპანია იბერიის დამოუკიდებლობას და მეორეს მხროვ მოვუწოდებით ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გამოეკვლია, აღეკვეთა შესაძლო დანაშაულის ფაქტები , თუმცა მიუღებლად მიგვაჩნია დასაქმებულთ მასობრივი დათხოვნა გამართლდეს მიზეზით – „ტელეკომპანია მთავრობამ დახურა“. დასაქმებულთა მიმართ შრომის ანაზღაურებაზე, ანგარიშსწორების დროებსა და ფორმებზე პასუხისმგებელია კომპანია.