თბილისში ,,ორგანაიზინგის კურსი” დაიწყო

თბილისში, 8-9 თებერვალს, სასტუმრო ,,ბატესტას” საკონფერენციო დარბაზში სტარტი აიღო სამეტაპიანმა პროფკავშირულმა სასწავლო კურსმა ,,ორგანაიზინგის კურსი”, რომელიც ქართულ-ავსტრიული პროფკავშირული სკოლის შემადგენელი ნაწილია და მხარდაჭერიკია ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ავსტრიის პროფკავშირების კონფედერაციის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ.

სასწავლო კურსში მონაწილეობას იღებენ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, ხელოვნების მუშაკთა, ენერგეტიკის მუშაკთა, მეტროპოლიტენის მუშაკთა, საჯარო მოხელეთა, აგრარული მეურნეობის მუშაკთა, რკინიგზელთა, მედიცინის მუშაკთა, მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფესიული კავშირების, ასევე ცხინვალის პროფკავშირის რეგიონალური ცენტრის და საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის 25-მდე წარმომადგენელი.