პროფკავშირების ჩართულობით სს „თბილავიამშენის“ დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ სახელფასო დავალიანება პარასკევისთვის იქნება გასტუმრებული და მათი პრობლემები მოგვარდება. პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობისთვის ეს პირობა მისაღები აღმოჩნდა და მათ ეტაპობრივად განაახლეს მუშაობა.
შეგახსენებთ, თბილავიამშენის დასაქმებულები ორშაბათიდან აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოხდეს ხელფასების გაცემა, რომელმაც რამდენიმე კვირა დაიგვიანა.
აქციის მონაწილეებს შეხვდნენ კომპანიის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორები.
პროფკავშირები მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს გაუწევს თბილავიამშენში მიმდინარე პროცესებს და დაიცავს დასაქმებულთა ინტერესებს.