ირაკლი პეტრიაშვილის მიმართვის საფუძველზე, გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების პოლონელი დამსაქმებლები დაჯარიმდნენ
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, პოლონეთის პროფკავშირებს…
25/09/202326 / 07 / 2023
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 16 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია შპს „რეზონის“ დირექტორის – რეზო რაზმაძის მხრიდან დასაქმებულ გვანცა ქველაძეზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
პროფკავშირები საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას აწვდის განახლებულ ინფორმაციას:
2023 წლის 20 ივლისს პროკურატურამ შპს “რეზონის” დირექტორ რეზო რაზმაძეს დაუმძიმა ბრალდება და ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის – ცემა ან სხვაგვარი ძალადობა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (გვანცა ქველაძე შშმ სტატუსის მქონე პირია).
გვანცა ქველაძემ საჩივრით მიმართა შრომის ინსპექციასაც. 2023 წლის 30 ივნისს შრომის ინსპექციამ შპს “რეზონი” სამართალდამრღვევად ცნო გვანცა ქველაძის გარეგნობის ნიშნით შევიწროებაში და 1800 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
შრომის ინსპექციამ შპს “რეზონი” შეამოწმა შრომის უსაფრთხოების მიმართულებითაც. 29 ივნისს კი ცნო სამართალდამრღვევად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამოც. კერძოდ:
შპს „რეზონს“ გამოეცხადა გაფრთხილება, მიეცა 17 მითითება და 20 კალენდარული დღე ყველა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
გარდა ამისა, შპს „რეზონი“ შრომის ინსპექციამ 19 ივნისს ცნო სამართალდამრღვევად კიდევ ერთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის. კომპანია შენობის სახურავზე აწარმოებდა სამონტაჟო სამუშაოებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. შრომის ინსპექციამ სრულად შეუჩერა სამონტაჟო სამუშაოების წარმოება იქამდე, სანამ კომპანია არ აღმოფხვრის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობებს.
ხაზგასასმელია, რომ ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც გვანცა ქველაძემ საჩივრებით მიმართა შესაბამის ორგანოებს. ის დავას აწარმოებს სასამართლოშიც გათავისუფლების უკანონობის, იძულებითი განაცდურის, სამსახურში აღდგენის, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებით. მის ინსტერესებს კი პროფკავშირების გაერთიანება იცავს.
პროფკავშირები მოგიწოდებთ დასაქმებულებს, არ დახუჭოთ თვალი სამუშაო ადგილებზე უფლებრივ და უსაფრთხოების დარღვევებზე. თუ თავს იკავებთ საკუთარი სახელით საჩივრით მიმართვისგან, მოგვმართეთ და პროფკავშირები ანონიმურობის შენარჩუნებით დაიცავს თქვენს უფლებებს!