მოტყუებული შშმ პირები – დამსაქმებელს სახელფასო დავალიანების, დაგვიანების პირგასამტეხლოსა და ჯარიმების გადახდა მაინც მოუწევს
ShareTweet ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერების… ShareTweet
20/03/202323 / 03 / 2019
სოცმუშაკების პრობლემებს შორის განსაკუთრებული სიმწვავით დგას მათი გადატვირთულობა, ბენეფიციარების ყოველდღიურად მზარდი რაოდენობა და ფუქნციების ფართო სპექტრი. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები 26 მიმართულებით მუშაობენ, რომელთა ხარისხიანად შესრულებაც მათ ძალებს აღემატება. ის რთული და შრომატევადი საქმიანობა კი რომელსაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან არ არის სათანდოდ შეფსებული.
შექმნილი გარემომებების გამო სოცმუშაკების სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა უთანაბრდება იმ ბენეფიციარიების მდგომარეობას, რომლებთანაც უწევთ მუშაობა და რომელთა ოჯახების გაძლიერებაცაა მათი სამუშაოს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. ასევე შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ თანამშრომლებს უწევთ სამსახურებრივი მიზნით გადაადგილებაზე დახარჯონ საკუთარი შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ნაწილი.
დავის წერილით სოცმუშაკებმა შრომისა და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და სოცილაური მომსახურების სააგენტოს დირექტორს თამაზ მოდებაძეს მიმართეს. პროფკავშირები მოთხოვნათა ყველა პუნქტს იზიარებს და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
სოციალური მუშაკების საქმიანობის სპეციფიკა და არსებული კრიზისული, უმძიმესი მდგომარეობა, რომლის გადაწყვეტაც აუცილებლად ბენეფიციართა სასარგებლოდ როფკავშირების ჩართულობით უნდა მოხდეს, რის აუცილებლობასაც თავად ბენეფიციარები ხედავენ.
სოციალური მუშაკების მოთხოვნების ნაწილი ასეთია:
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრებში არ არის დასაქმებულთათვის და ბენეფიციართათვის შექმნილი კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვნად აფერხებს სოციალური მუშაკების მხრიდან ბენეფიციარის ნდობის მოპოვებას, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისათვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას და შემთხვევების უსაფრთხო და კონფიდენციალურ გარემოში წარმართვას.