მიმდინარეობს საიტის განახლება

სოციალური დიალოგის ხელშეწყობა – თბილისში კონფერენცია გაიხსნა

„ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურად განხორციელების გზით შრომის უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა“- თბილისში საქართველოს პროფკავშირების ორგანიზებით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მაღალი დონის ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელობის საკითხები როგორიცაა, ასოცირების წევრ ქვეყნებში: საქართველში, მოლდოვასა და უკრაინაში ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მდგომარეობა: მთავარი მიღწევები და გამოწვევები შრომით სფეროში.
დღეს მოისმინეს ქვეყნების მოკლე ანგარიშები შრომით უფლებებთან, შრომით კანონმდებლობას, ინსტიტუტებსა და სოციალურ დიალოგთან დაკავშირებული სიტუაციის თაობაზე.

ორდღიან კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროფკავშირების შეხედულებები ასოცირების ხელშეკრულებების იმპლემენტაციის პროგრესის და გამოწვევების შესახებ;
განსახილველ საკითხებს შორისაა ასოცირების ხელშეკრულების ქვეყნების მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის გავლენა შრომითი მიგრაციის და მიგრანტთა უფლებების მდგომარეობაზე.

ხვალ, ღონისძიების ბოლოს ასოცირების ქვყნების პროფკავშირები შეიმუშავებენ ერთობლივ მიმართვას ევროპული სტრუქტურებისადმი, სადაც აქცენტები იქნება გაკეთებული თანამშრომლობასა და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ასოცირების ხელშეკრულების სოციალური განზომილების ეფექტური იმპლემენტაციისთვის სამივე სახელმწიფოში.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ და მოსაზღებებს წარმოადგენენ

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე;
ელგუჯა მელაძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ;
იურატე იოდსნუკაიტე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი;
ოლეკსანდრ შულჰა, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი;
კნიაზ დასენი, მოლდოვის საპატიო კონსული საქართველოში;
გრიგორი ოსოვოი, პრეზიდენტი, უკრაინის პროფკავშირების ფედერაცია (FPU);
ოლეგ ბუძა, პრეზიდენტი, მოლდოვის პროფკავშირების ეროვნული კონფედერაცია (CNSM) ;
პეტრო ტულეი, პრეზიდენტის მოადგილე, უკრაინის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია (KVPU) ;
ანტონ ლეპიკი, აღმასრულებელი მდივანი ITUC/PERC ;
გოჩა ალექსანდრია, მშრომელთა აქტივობების სპეციალისტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ოფისი ;
კინან ბანასი, ILO CTA DANIDA პროექტი საქართველო ;
ტეტიანა მინენკო, DANIDA პროექტის უკრაინის ნაციონალური კოორდინატორი ;
დავით ბუჯიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
ბექა ფერაძე, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ;
ჯოზეფ ნიემეცი, პროფკავშირების ევროპის კონფედერაციის (ETUC) გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი, ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო პლატფორმის წევრი (სკაიპით ჩართვა);
მაგნუს ბერგი, მშრომელთა აქტივობების სპეციალისტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ცენტრალური ევროპის ოფისი

ფოტოალბომის ნახვა შეგიძლიათ აქ