სოციალური დიალოგი და შრომითი ურთიერთობები

პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის (AFL CIO) მხარდაჭერით, 2023  წლის 21-22 იანვარს, ბაკურიანში, ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: „სოციალური დიალოგი და შრომითი ურთიერთობები“.

75fb7cff fc21 4bdc 834d 69cfab58f551

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კერძოდ:

  • აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი;
  • ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი;
  • ცხინვალის სამხარეო პროფკავშირების ცენტრი;
  • ხელოვნების, მასმედიისა და კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სპორტის და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირი.

a2469115 6b09 45f6 9818 221e7afc01e5

ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიაში, სტუდენტური დასაქმების ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები.

68740723 b4f8 4dcc a90b bb9c433ca604

სემინარს უძღვებოდნენ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები: რაისა ლიპარტელიანი და თამარ სურმავა, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში – ნათია გველესიანი;  ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი – ია ყაყიჩაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საორგანიზაციო დეპარტამენტის სპეციალისტი – ია შერაზადიშვილი.

 

b20f6515 f88f 4d96 a79e 1fc652bfa3f8

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა:

  • შრომითი კანონმდებლობა, უახლესი ცვლილებები;
  • სოციალური დიალოგის არსი და მიზანი შრომით ურთიერთობებში, სოციალური დიალოგის პლატფორმები და პრაქტიკა;
  • სექსიზმი და მისი გამოვლენის ფორმები შრომით ურთიერთობებში;
  • კოლექტიური მოლაპარაკებები პრაქტიკაში;
  • უფლების დაცვის მექანიზმები.

ede15988 4b94 418b b53c 9446afd8e65a326040522 702520984682517 6617446689014625186 n151dbf22 08ad 4aa6 9a91 95283bb07bdd

 

 

 

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე