„შრომის და წარმოების მომავალი“ – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, პარტნიორი ავსტრიის პროფკავშირების ფედერაციის 19-ე ყრილობაში მონაწილეობს. ყრილობის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან რეგიონალურ პრობლემებზე, მათ შორის სამართლიანი შრომის და ანაზღაურების საკითხებზე, გენდერულ ბალანსსზე, მიგრაციაზე დ ახალ გამოწვევებზე.
ყრილობის მონაწილეებს ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენიმ მიმართა, აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ შრომისა და ოჯახის მინისტრი და ავსტრიის პროფკავშირების (OGB) პრეზიდენტი ერიხ ფოგლარი, რომელიც საქართველოს პროფკავშირების დიდი გულშემატკივარია და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განვითარების საქმეში.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილს ერიხ ფოგლართან პირისპირ შეხვედრაც ჰქონდა. საუბარი შეეხო საქართველოში სოციალური განათლების საკითხებს, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის აუცილებლობას, ასევე სექსიზმის გამოვლინებებს და ქალთა უფლებებს. ფოგლარი ავსტრიაში – საქართველოს შრომითი მიმართულებების ერთ ერთი მთავარი ლობია.
პეტრიაშვილს ვიზიტი ვენიდან ოსლოში გრძელდება, სადაც ის არტურ სვენსონის სახელობის დაჯილდოების ცერემონიალს – ფონდის და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის სპეციალური მიწვევით ესწრება.