საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს და შრომის საერთაშორისო ორგანზიაციის თანამშრომლობის ფარგლებში, 29 ივნისი – 1 ივლისის პერიოდში, სასტუმროში „Best western Tbilisi art hotel” საექთნო, ზრუნვის და შინმოვლის სტრატეგიის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა და დანიელი ექსპერტი მარიან დიტმერი გაუძღვა.
სემინარში მონაწილეობა პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა და სამედიცინო სფეროში დასაქმებულებმა მიიღეს.
მონაწილეებმა სფეროში არსებულ მდგომარეობასა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელეს.