მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან

ამერიკის სოლიდარობის ცენტრისა და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და პროფკავშირების გაერთიანების ჩართულობით, შრომით უფლებებსა და დისტრიბუციის სექტორში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა, მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა და იურისტმა თამარ სურმავამ მოისმინეს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარისა და წევრების მოსაზრებები შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შეკითხვებს უპასუხეს და ისაუბრეს შრომით საკითხებთან მიმართებაში, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებში ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე.

დისკუსიის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს კანონში 2020 წელს შეტანილი ცვლილებები და ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.