მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივნის, შარან ბაროუს წერილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი წევრ ორგანიზაციებს უკრაინასთან დაკავშირებით, რიგი მოქმედებების გატარებისკენ მოუწოდებს. შარან ბაროუს წერილში ვკითხულობთ:

„პუტინის უკრაინაში ამაზრზენი შეჭრის მიმართ პროფკავშირის მიუღებლობასთან დაკავშირებული საყოველთაო გამოხმაურება და ჩვენი პროფკავშირელი კოლეგებისა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა ნამდვილად გულისამაჩუყებელია.

მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა გავაგრძელოთ მოწოდებები ომის დაუყოვნებელი დასრულებისა და რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე, ჩვენ ასევე გთხოვთ გაატაროთ სხვა მოქმედებებიც, მათ შორის თქვენს მთავრობებთან თანამშრომლობის მიმართულებით, რათა დააწესონ ყოვლისმომცველი სანქციები, რომელთა შორისაცაა:

  • რუსული ბანკებისა და საწარმოებისთვის საერთაშორისო ბანკებთან წვდომაზე უარის თქმა, Swift გადახდების სისტემიდან რუსეთის გარიცხვა და საერთაშორისო ანგარიშების გაყინვა მთავრობის ლიდერების და იმ ოლიგარქებისთვის, ვინც პუტინს უჭერს მხარს;
  • სავაჭრო სანქციები ნავთობს, გაზსა და ნახშირთან, თუმცა არა მხოლოდ მათთან, დაკავშირებით;
  • რუსული გემების ან გემებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან რუსეთში, პორტებზე წვდომის შეზღუდვა, მიუხედავად მათ მიერ გადაზიდული საქონლისა;
  • ყველა რუსი ლიდერისა და ოლიგარქისთვის ვიზის გაუქმება;
  • დამატებით ჩვენ ვაპირებთ ორგანიზება გავუკეთოთ მოქმედების გლობალურ დღეს მშვიდობისათვის, რის შესახებაც დამატებით დეტალებს მოგაწვდით;
  • და ბოლოს, რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა მათგან, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს.

წევრ ორგანიზაციებს ვთხოვთ გამოაგზავნონ შენატანები პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის სოლიდარობის ფონდისთვის, რომლის მართვაც მოხდება ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მიერ.

თქვენი კონტრიბუცია უნდა ჩაირიცხოს ITUC-CSI-ის ანგარიშის ნომერზე – 068-9007804-23 (Belfius Banque SA, Boulevard Pachéco 44, B – 1000) ბრიუსელი (BIC/Swift code: GKCCBEBB – IBAN Code: BE92 0689 0078 0423)“ – ნათქვამია განცხადებაში.

დონაციის საჯარო პლატფორმა https://petitions.ituc-csi.org/support-ukraine?lang=en