საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: „შრომითი ურთიერთობების გენდერული ასპექტები“.
სემინარში მონაწილეობა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ლიდერებმა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.
შეხვედრაზე განიხილეს:
• ინფორმაცია საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის საქმიანობის შესახებ;
• შრომითი კანონმდებლობის ზოგადი ჩარჩო;
• სოციალური დიალოგი
• გენდერული თანასწორობა;
• კოლექტიური მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები პრაქტიკაში;
ასევე, სოციალური პარტნიორობის, ევროინტეგრაციის პროცესში შესასრულებელ ვალდებულებათა საკითხები.
მონაწილეების მხრიდან ინტერესი იყო ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა:
• საათობრივი ანაზღაურება;
• ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული დაზღვევა;
• რა შემათანხმებელი პროცედურებია საჭირო მედიაციის დროს;
• შრომის უსაფრთხოება;
• ზეგანაკვეთური შრომის, ან/და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან გარემოში მუშაობის შემთხვევაში, რა შეღავათები ეკუთვნის დასაქმებულს;
• რა რეგულაციები არსებობს სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით.
სემინარს უძღვებოდნენ: რაისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; ნუგზარ ჭინჭარაული – საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა: სოციალური დიალოგის, კოლექტიური მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების მნიშვნელობას. ასევე, დაისახა სამომავლო გეგმები მუნიციპალიტეტების ხელმღვანელებსა და პროფკავშირებს შორის.