ირაკლი პეტრიაშვილი შსო-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს სელესტე დრაკეს შეხვდა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 112-ე ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი შსო-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს – სელესტე დრაკეს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება წლებია მუშაობს.

სელესტე დრაკე საქართველოს და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საქმიანობას კარგად იცნობს. რამეთუ, იგი 2010-2020 წლებში უშალოდ მუშაობდა ჯიესპუ Gsp პეტიციაზე , ამერიკის პროფკავშირიდან (IFL-CIO). სადაც პროფკავშირების გაერთიანება საჩივარში აქტიურად აყენებდა პროფკავშირების დევნის ქეისებს: განათლების სფეროში, საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს ფოსტაში. ისევე როგორც, შრომის ინსპექციის არარსებობას… საბოლოოდ, პეტიცია 2020 წელს შეწყდა, როდესაც  პროფკავშირების გაერთიანების ადვოკატირებით გატარდა შრომის რეფორმა და  შრომის ინსპექციის აღდგენა გაზრდილი მანდატით მოხდა.

სელესტე დრაკემ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას და ირაკლი პეტრიაშვილს, ყველა იმ საკითხსა და გამოწვევასთან დაკავშირებით, რაც ორგანიზაციისა და ქართველი მშრომელებისთვის აქტუალურია,  სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 112-ე კონფერენცია 14 ივნისს დასრულდება.