საწარმოო შემთხვევა ჭიათურაში

12 ოქრომბერს 05:00 საათზე, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი”-ს, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შუქრუთის მაღაროს № 003 საწარმო უბნის ლავში, სამთო მასის ჩამოშლის შედეგად, 59 წლის გვირაბგამყვანი, გიორგი ლაბაძე დაშავდა, რომელმაც სხეულის მძიმე დაჟეჟილობა მიიღო.

იგი გადაყვალია საჩხერის საავადმყოფოში და მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.

როგორც ირკვევა გიორგი ლაბაძე ლავში არ მუშაობდა და იმ დღეს სხვის მაგივრად იყო იქ განაწილებული.

აღსანიშნავია ისიც რომ, აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულთა გადმოცემით, აღნიშნული ლავი მომეტებული საფრთხის მატარებელია. რამოდენიმე დღის უკან ამ ლავში სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო სკრეპერის მემანქანე გელა კვიჟინაძემ, რომელსაც ფეხზე ქვა დაეცა.

მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლაბაძის მკურნალობის პროცესი, სადაზღვევო კომპანია ,,უნისონი”-ს ფინანსური მონაწილეობით მიმდინარეობს.

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, კომპანიისგან ფაქტის კვლევის კომისიის შექმნას და მასში პროფკავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორების ჩართვას ითხოვს.

პროფკავშირის მიერ მოკვლეული იქნება გიორგი ლაბაძის ზემოთაღნიშნულ ობიექტზე მუშაობასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის სისწორე.