პროფკავშირების მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად სამშენებლო კომპანიას 40 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
საქმე ეხება გახმაურებულ ფაქტს, რომელიც 2018 წლის თებერვალში, ვაკეში მოხდა. მაშინ ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე ობიექტის მე-5 სართულიდან 26 წლის ჯ. ჯ. გადმოვარდა და გარდაიცვალა. მას „პინოერის“ ტიპის სამშენებლო ლიფტიდან გაჯის ტომრები გადაჰქონდა სამუშაო პლატფორმაზე.
გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მარჩენალდაკარგული ოჯახის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს. სამუშაო ადგილზე გარდაცვლილის ოჯახსა და კომპანიას შორის მორიგების აქტი გაფორმდა თუმცა, მიუხედავად მორიგების გაფორმებისა, მოსარჩელეებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშუალებით მოუწიათ დაკისრებული თანხის მიღება.
დაიცავი უსაფრთხოების სტანდარტები! შექმენით უსაფრთხო გარემო! ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია!