ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, სატვირთო მანქანების მძღოლების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, სანამ ფინანსთა მინისტრი მათ ერთადერთ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და ბრძანებას ხორბლის გადატანის შეზღუდვასთან დაკავშირებით არ გააუქმებს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა აკრძალვის ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავიდა. ამ რეგულაციის ფარგლებში მძღოლებს და მეწარმეებს არ ეძლევათ საშუალება, რომ ხორბლი შემოტანონ სატვირთო ავტომობილით. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ბიზნესში ჩართულია სულ ცოტა 10 000 ადამიანი, რომლებიც უსახსროდ რჩებიან.
დასაქმებულებს დღეს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია და ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები შეუერთდნენ. მათ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. პროფკავშირებისთვის მიუღებელია გადაწყვეტილება, რომელიც აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას. აუცილებელია, კომპრომისის გამონახვა, რომ ადამიანები არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე.
იმ შემთხვევაში თუ ხვალ აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ისინი 6 საათზე
მასშტაბურ აქციას აანონსებენ, რომელსაც პროფკავშირებიც შეუერთდება.