შეხვედრა ირაკლი პეტრიაშვილმა მედიცინის მუშაკებისადმი მადლიერების გამოხატვით დაიწყო და ხაზგასმით აღნიშნა მათი განუზომელი წვლილი პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელს, რომელიც გასული სამი თვის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა ქვეყნის ეკონომიკას კოლაფსი არ განეცადა, რათა განათლება უწყვეტი ყოფილიყო, მოქალაქეები კი დაცულნი. მათ შორის მადლობა პედაგოგებს, მეშახტეებსა და მაღროელებს, პოლიციას, ჯარს, დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებს, ენერგეტიკოსებს და სხვებს.
ირაკლი პეტრიაშვილმა გაერთიანების მუშაობის გასული სამი თვის ანალიზი წარმოადგინა, რომელსაც პროფკავშირები პანდემიისა და კარანტინის პირობებში ახორციელებდა. საუბარი შეეხო დასაქმებულთა უფლებების დაცვის და ადვოკატირების საკითხებს, იმ ასობით უსასყიდლოდ გაწეულ იურიდიულ კონსულტაციას და დაწყებულ თუ მიმდინარე სამართლებრივ დავას, რომლეიც გაერთიანებამ უკანონოდ სამსახურებიდან გათავისუფლებული ან უფლებაშელახული მოქალაქეების დაცვისთვის წამოიწყო, კვლევით საქმიანობას, ანალიტიკას და საქველმოქმედო ღონისძიებებს უსახსროდ დარჩენილთა დასახმარებლად. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები