უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 1-3 აპრილს გაიმართა პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) შრომის საერთაშორისო კოონფერენციის (ILO) წინა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა. ევროპის ნაციონალურ პროფცენტრებთან ერთად , შეხვედრაში მონაწილეობდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ( ITUC) წარმომადგენლები.
შეხვედრა დაეთმო პან ევროპული რეგიონის ქვეყნებში შრომითი სფეროს ყველაზე მწვავე პრობლემების განხილვას და შემუშავდა შრომის საერთაშორისო კინფერენციაზე – მიმდინარე წელს წარსადგენი იმ კონვენციების ჩამონათვალი, რომელზეც უნდა გაიმართოს მსჯელობა ქ.ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სათაო ოფისში. შარშან, საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით და აქტიური მხარდაჭერით საქართველო უკვე მოხვდა შსოს ანგარიშში და ამჯერადაც წარიმართა აქტიური განხილვა და დისკუსია საქართველოში შსო-ს 100- ე კონვენციის დებულებათა შესრულების სავალალო მდგომარეობის შესახებ.
აღნიშნული კონვენცია, რომელის რატიფიკაცია საქართველომ მოახდინა 1993 წელს, ითვალისწინებს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ ანაზღაურებას თანაბარი ღირებულების შრომისთვის. საქართველოს მაგალითი საერთაშორისო ყურადღების ცენტში მოექცა იმის გამო, რომ წლების მანძილზე ქვეყანაში არ სრულდება კონვენციის მოთხოვნები და ქვეყანაში ხელფასების დისბალანსი გენდერული ნიშნით თითქმის 40%-ს აღწევს.
ღონისძიებაში საქართველოს პროფკავშირებს წარმოადგენდა შალვა ლაზარიაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში შრომით სფეროში არსებული სხვა აქტუალური გამოწვევების შესახებ, როგორიცაა სოციალური დიალოგის დეფიციტი, მინიმალური ხელფასის თანამედროვე მოთხოვნების არაადექვატური ნიშნული, შრომის ინსპექციის შეზღუდული მანდატი, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის, ასოცირების თავისუფლების შეზღუდვის პრობლემა და ცალკეული მაგალითები.
აღნიშნულ საკითებზე მსჯელობა ქვეყანათა მთავრობების, დამსაქმებელთა და შრომითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაგრძელდება 10-19 ივლისს შვეიცარიაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცცის (ILO) უმაღლესს მმართველ ორგანოს სხდომაზე- შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე (ILO)