საინფორმაციო ბიულეტენი განკუთვნილია დასაქმებულებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის და მიზნად ისახავს, მიაწოდოს ინფორმაცია მათ იმ საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, რომლებითაც ახლებურად მოწესრიგდა სამუშაო დრო შრომით ურთიერთობებში.
საკანონმდებლო სიახლეების ცოდნა დაეხმარებათ დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების უკეთ რეალიზებასა და დარღვევის შემთხვევაში უფლებების დაცვის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებაში.