მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები სასამართლომ დისკრიმინირებულად აღიარა და სამსახურში აღადგინა.

საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით თამაზ ჭყონია და გაგა გიორგაძე სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ განთავისუფლებულად სცნო.

,,სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციის ფაქტს და შესაბამისად, არასათანადო მოპყრობის გამო მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენდა რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირში გაწევრიანება “

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრი დასაქმებული – თამაზ ჭყონია და გაგა გიორგაძე სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ განთავისუფლებულად სცნო.

მათ ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეები დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს და მიიღონ კომპენსაცია: გაგა გიორგაძე – 15 000 ლარი; თამაზ ჭყონია – 30 000 ლარამდე;