საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია სომხეთის პროფკავშირებს სტუმრობს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და წევრი ორგანიზაციების ლიდერებით დაკომპლექტებული დელეგაცია, ირაკლი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით, სომხეთის პროფკავშირებს, საქართველოს პროფკავშირებში ვიზიტის საპასუხოდ სტუმრობს.

ორი ქვეყნის პროფკავშირების ლიდერები ერთმანეთს პროფკავშირული საქმიანობის გამოცდილებებს უზიარებენ.

შეხვედრის მთავარი თემა – გენდერული თანასწორობა და უთანასწორობის შემცირება სამუშაო ადგილებზეა. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა, ასევე, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის დიალოგის მნიშვნელობა, გენდერული დისკრიმინაციისა და სქესის ნიშნით ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრის მიმართულებით.

7429398f ee45 4edb ad6b dd1b2439ce21

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს GTUC-ის აქტივობები და ინიციატივები საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გააცნო. სომხეთის პროფკავშირული საქმიანობის შესახებ კი CTUA-ის თავმჯდომარემ, ელენ მანასერიანმა ისაუბრა.

დელეგაციებმა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

1129dfb0 8661 45cd 8bc3 62b5c3121341

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე