მიმდინარეობს საიტის განახლება

XIV საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩია

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რიგით მე-14 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩია.

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაში 22 დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციიდან 213 დელეგატი იყო რეგისტრირებული.

ყრილობაში მონაწილეობა კი  200 დელეგატმა მიიღო. მათგან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა  184-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო 3, ხოლო 9 ხმა ბათილად იქნა ცნობილი.

საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაერთიანების თავმჯდომარეს ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევს.

პროფკავშირების თავმჯდომარის გამოსავლენად საჭიროა ერთ-ერთმა კანდიდატმა ყრილობის მონაწილე დელეგატთა ხმების ნახევარზე მეტი (50+1%) მიიღოს.

არჩევნები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შენობაში გაიმართა.

ირაკლი პეტრიაშვილის პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის პერიოდში განხორცილდა პროფკავშირების ძირეული რეფორმა, რის შედეგადაც ინტენსიურად დაიწყო დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლა.

ირაკლი პეტრიაშვილი ასევე გახლავთ პროფკავშრების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (ITUC PERC) პრეზიდენტი.

ფოტოგალერეა