ცოტა ხნის წინ რუსთავის საკრებულოში პროფკავშირების, მძღოლების, მერიის წარმომადგენლების, კომპანია “ინტერტრანსის” და საკრებულოს წევრების მონაწილეობით შეხვედრა შედგა.
შეხვედრა კამათის და ხმაურის ფონზე წარიმართა. გადაწყდა საკითხის შესასწავლად და ტარიფის განსასაზღვრად შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დაეყრდნობა სოციალურ და ეკონომიკურ კვლევას, აგრეთვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას.
ტრანსპორტის პროფკავშირის პოზიციაა სპეციალური კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულო გახდეს ყველა მხარისთვის, როგორც კომპანიის და მძღოლების აგრეთვე რუსთავის საკრებულოსთვის. თებერვლამდე რუსთავი – თბილისის მიმართულებით გადაადგილება, მძღოლების და კომპანიის გადაწყვეტილებით კვლავ ძველ ფასზე დარჩება.
მწვავე კამათის, ბრალდებების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან ერთმანეტის შეურაცხყოფის ფონზე, ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. მისი განცხადებით ის პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ აპირებს და კომისიის დასკვნას დაელოდება.