,,ქართული სახლიდან” უკანონოდ გათავისუფლებულმა დასაქმებულებმა აქცია გამართეს

,,ქართული სახლის’’ (ოპერირებს დელისიას სახელით) უკვე ყოფილი დასაქმებულები და პროფკავშირების აქტივისტები თსუ-ს I კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით დაიძრნენ სუპერმარკეტ კარფურის მიმართულებით, სადაც გაიმართა მასშტაბური აქცია. სწორედ კარფურის ქსელშია განთავსებული დელისიას ხორცპროდუქტების გასაყიდი დახლები, სადაც მუშაობენ ქართული სახლიდან გათავისუფლებული ,,პრომო’’ გოგონები და ,,მერჩენდაიზერები’’.

124684011 3991161127579849 5281654097450310225 o

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული 17 თანამშრომლის აღდგენა, ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის დაბრუნება და შრომის პირობების გაუმჯობესება.

შეგახსენებთ, ,,ქართული სახლის’’ დასაქმებულებმა ხელფასების რამდენიმეთვიანი დაგვიანება გააპროტესტეს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.

124835235 3991161367579825 5543667803899184410 oმედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – „ქართულმა სახლმა“ (დელისიამ) სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით.

2020 წლის 9 ნოემბერს დასაქმებულებმა კანონიერი გაფიცვა წამოიწყეს და კომპანიის ერთ-ერთ მაღაზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

დღის ბოლოს კომპანიამ კანონიერი გაფიცვის 13 მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლა.

პროფკავშირები და ,,ქართული სახლის” ყოფილი დასაქმებულები აპირებენ, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდეს, ხოლო პარალელურად გაგრძელდება აქციები კომპანიის წინააღმდეგ.

124650902 3991163800912915 2428114852823608542 o

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive