29 მარტს პროფკავშირებმა წარმოადგინა კვლევა და რეკომენდაციები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ქალთა შრომითი უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხარვეზებზე, ურთიერთგამომრიცხავ ნორმებზე და დახვეწის საჭიროებაზე.
შეხვედრა სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ” ში მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა.
საკუთარი მოსაზრებები პროფკავშირების გაერთიანების თამჯდომარემ, პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ და USAID-PROLoG – ის წარმომადგენელმა ბრაიან ლედულმა წარმოადგინეს.
თავად კვლევა ავტორმა, რაისა ლიპარტელიანმა გააცნო დაინტერესებულ საზოგადოებას. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა დიაკრიმინაციის ელემენტებსა და ხარვეზებზე.
რეკომენდაციები აქვს სახალხო დამცველის აპარატსაც.
განიხილეს და შეაფასეს კონკრეტული ნორმები. მათ შორის კანონის ახალი რედაქციით დეკრეტული შვებულებით სარგებლობა კაცებსაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქალი საერთოდ არ ისარგებლებს დეკრეტით. ამ ერთი მაგალითის გარდა იმჯელეს სხვა მუხლებზეც.
პოზიცია წარმოადგინა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”ს წარმომადგენელმაც.