მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირები ქალთა შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სემინარების ჩატარებას აგრძელებს

ქალთა შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროფკავშირების გაერთიანების იურისტებმა: სერგო მახარაძემ, ქეთევან ჩხაიძემ, საორგანიზაციო დეპარტამენტის სპეციალისტმა, ია შერაზადიშვილმა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის პროგრამის ოფიცერმა, ნათია გველესიანმა, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის ორდღიანი გასვლითი სემინარი ჩაატარეს.

შეხვედრის მთავარი თემა „შრომითი ურთიერთობების გენდერული ასპექტები“ იყო. 

მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • შრომითი კანონმდებლობა;
  • ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით, აღსრულების მექანიზმები;
  • სექსიზმი და მისი გამოვლენის ფორმები შრომით ურთიერთობებში;
  • უფლების დაცვის მექანიზმები.

 

 

სემინარი პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაცია, მნიშვნელოვნად გამოადგებათ როგორც საკუთარ სამუშაო სივრცეში, ასევე, უზრუნველყოფენ კოლეგების ინფორმირებას ქალთა შრომით უფლებებზე.