ქალთა კომიტეტის შეხვედრა ცაგერში

2 ნოემბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთათვის, ხელოვნების და განათლების სფეროში დასაქმებული ქალებისთვის შრომითი უფლებების დაცვის შესახებ სემინარი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი და პროფკავშირების იურისტი თამარ სურმავა.

სემინარი გაიმართა პროექტის ,,ქალთა შრომითი უფლებები – ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები’’ფარგლებში, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი.