მიმდინარეობს საიტის განახლება

ქალთა და ახალგაზრდული კომიტეტების პრეზენტაცია

ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ევროპული დირექტივები, მათში ხაზგასმული გენდერული საკითხები და პროფკავშირები ახალგაზრდა დასაქმებულებისთვის – ქორთიარდ მერიოტში პროფკავშირების მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევაში საუბარი ეხება გენდერული დისკრიმინაციის ფაქტებს, მათ შორის სექსუალურ შევიწროვებას, ორსულების და დედების უფლებების დარღვევის შემთხვევებს, ქალთა და მამაკაცთა შორის თანაბარი სამუშაოს შესრულებისას არათანაბარი ანაზღაურების საკითხებს. საუბარი შეეხო ხარვეზებს საქართველოს შრომის კოდექსში და მათი აღმოფხვრის გზებს. კონფერენციაზე ექსპერტთა მხირდან აღინიშნა, რომ 2018 წელს საქართველოს სამი დირექტივა ჰქონდა მიღებული – გენდერული კუთხით, თუმცა ამ მხირვ რეალური ცვლილებები არ განხორციელებულა. კერძოდ საუბარია ქალთა და მამაკაცთათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემასა და მოპყრობაზე, ორსულთა, ხალნამშობიარებთა და მეძუძურთათვის შრომის უსაფრთხო პირობებს და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის პირობების შექმნასა და სოციალური უსაფრთხოების საკითხებზე, აგრეთვე მამაკაცის და ქალის თანაბარი მოპყრობის პრინციპების განხორციელებაზე. –

გააღვიძე აქტივიზმი – ამ ლაიტმოტივით პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა გიგა ბექაურმა განხორციელებული პროექტი შეაჯამა. გამოიკვეთა ახალგაზრდების დასაქმების, განათლების და ანაზღაურების პრობლემები. მსჯელობა შეეხო ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში, ასევე სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას. –

 

ფოტოალბომი