მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მიმართვა კოალიცია ,,ქართულ ოცნებას"

9.10.12 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მშვიდობით ჩატარებას და ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემას, რაც ჩვენი ქვეყნის  ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ

ტრადიციულად, დღემდე ყოველი წლის ოქტომბრის თვის პირველ შაბათს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აღნიშნავდა საპროტესტო აქციებითა და მანიფესტაციებით, რაც უკავშირდება პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის მიერ 2008 წელს დასაქმებულთა სოლიდარობის მიზნითშრომის დღისდაწესებას. ამ დღეს პროფკავშირები ვაპროტესტებდით ქვეყანაში დასაქმების სფეროში შექმნილ აუტანელ მდგომარეობას, ტოტალურ უმუშევრობას, დისკრიმინციულ შრომის კანონმდებლობასა და პროფკავშირების აქტივისტების დევნადაპატიმრებას. ასევე ხაზს ვუსვამდით იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებიც ყოველდღიურად თავის სამუშაო ადგილებზე თავდადებით იღწვიან ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. შექმნილი ახალი რეალობიდან დაქართული ოცნებისსაარჩევნო პროგრამით პროფკავშირებთან და შრომით უფლებებთან დაკავშირებით გათვალისწინებული პოლიტიკიდან გამომდინარე, პროფკავშირების გაერთიანებამ, წლევანდელ 6 ოქტომბერს, თავი შეიკავა საპროტესტო გამოსვლებისაგან. ამის გათვალისწინებით, გაიმართა გამგეობისა და პროფკავშირის აქტივისტთა შეხვედრა, რომელმაც განიხილა არსებული მდგომარეობა და გამოითქვა იმედი, რომ ქვეყანა ნეობოლშევიკურლიბერტარიანული ნაზავის აბსურდიდან შემოტრიალდება სოციალურად სამართლიანი და დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებული განვითარებისაკენ

შრომის დღე”  დაწესებულია და ოფიციალურად აღინიშნება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყოველი წლის სექტემბრის პირველი ორშაბათი, გამოცხადებულია შრომის დღედ და ამასთან ეს დღე არის უქმე. მივიჩნევთ, რომ საქართველოში ცალკეული პროფესიული დღესასწაულების აღნიშვნის მიუხედავად, ერთიანიშრომის დღისდაწესება გაზრდის სამოქალაქო სოლიდარობას, ხელს შეუწყობს საზოგადოების განვითარებას და დასაქმებულ ადამიანს გაუჩენს გრძნობას, რომ ის ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე და ბატონპატრონია და არა მე-17 საუკუნეში სამხრეთ ამერიკაში მომუშავე აფრიკიდან ჩაყვანილი უფლებააყრილი და დამონებული სუბიექტი. თუმცა მხოლოდშრომის დღისაღნიშვნა ვერ აღადგენს ადამიანის ღირსებას და
საჭიროა ამ მიმართულებით სხვა ღონისძიებებისა და ძირეული ცვლილებების დაუყოვნებლივ გატარება.

მიგვაჩნია, რომ მშრომელი ადამიანის პატივისცემა, მისთვის სამართლიანი, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ქვაკუთხედია. “შრომის დღისოფიციალურად დაწესება, მისი სოლიდარულად აღნიშვნა, ქვეყნის გაძლიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის ზრდისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ყოველი წლის ოქტომბრის პირველი შაბათისშრომის დღედდაწესების ინიციატივით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ყოველწლიურად მიმართავდა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ უშედეგოდ. Mმითუმეტეს, რომ პროფესიული კავშირების ამ ინიციატივის დაკმაყოფილებას არ სჭირდება საქართველოს კანონმდებლობაში რაიმე ცვლილების შეტანა.

აქვე, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ პროფესიული კავშირებისათვის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლების განმავლობაში თანმიმდევრულად და პრინციპულად მოითხოვს ხელისუფლებისგან უკიდურესად დისკრიმინაციულიშრომის კოდექსი”- შეცვლას. ჩვენს პოზიციას მხარს უჭერს და შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებს თავადაც მკაცრად მოითხოვს აშშსა და ევროკავშირის მთავრობები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროსაბჭო და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები.

მოხარულნი ვართ, რომ თქვენი საარჩევნო პროგრამა მთლიანად თანხვედრაშია აღნიშნულ პოზიციებთან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა .. 5 ოქტომბერს ბიზნესმენებთან შეხვედრისას თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მიერ დაყენებული საკითხების დადებითად გადაწყვეტით დაიწყება ცივილიზებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სოციალური დიალოგის პროცესი, რომელშიც პროფკავშირებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა აგებული იქნება ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებზე, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას, შრომის ბაზრის განვითარებას, ეკონომიკის წინსვლასა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას.

 

6 ოქტომბერი, 2012 წელი