მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირის დახმარებით 32 დასაქმებულს იძულებით მოცდენის ანაზღაურება გადაუხადეს

შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, 32 დასაქმებულს იძულებითი მოცდენისთვის ანაზღაურება გადაუხადა.

გადაწყვეტილებას წინ პროფკავშირების მოთხოვნით შემდგარი არაერთი მოლაპარაკება და მოთხოვნა უძღოდა. საუბარია იმ ორი თვის განაცდურზე, როდესაც დამსაქმებელმა არასწორი მენეჯმენტის გამო სამუშაოები ვერ აწარმოა, მაგრამ თანამშრომლები აყვანილი ჰყავდა და მათ ხელფასი არ გადუხადა.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრებისათვის გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად დამსაქმებელმა თითოეულ დასაქმებულს ჩაურიცხა 2 თვის ხელფასის საკომპენსაციო თანხა, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით – 80 000 ლარამდე თანხას.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დავას დარჩენილი 15 დასაქმებულის უფლებების აღსადგენად განაგრძობს, რომელთათვისაც საკომპენსაციო თანხების გადახდაზე შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უარი განაცხადა. მათ ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უკვე სასამართლოში დაიცავს სასამართლოში.