მეშახტეები, მძიმე და მავნე სფეროებში დასაქმებული პროფკავშირის წევრები ფილტვისა და სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობას აბასთუმანში უსასყიდლოდ შეძლებენ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს, სს “ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” დირექტორს ზაზა ავალიანს და შპს “აბასთუმნის ფილტვის ცენტრის” დირექტორს რევაზ ჟღენტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.
შეთანხმების თანახმად, აბასთუმნის ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრი იღებს ვალდებულებას მაღალი პროფესიული რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს – მაღაროებში, ცემენტის საწარმოებში, მეტალურგიულ და სხვა მსგავს საწარმოებში დასაქმებულებს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადებები აღენიშნებათ, უფასო სამკვირიანი სასუნთქი სისტემის რეალიბიტაციის კურსი შესთავაზოს