პროფკავშირის წარმომადგენლობით, სასწრაფო დახმარების დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მედიაცია გაიმართა
ShareTweet პროფკავშირების შუამდგომლობით, ეს არის რიგით მეორე შეხვედრა ჯანდაცვის… ShareTweet
10/08/202210 / 03 / 2022
ნანა რურუა 2004 წლიდან “მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში”, დღეს უკვე სს „ევექსის ჰოსპიტლები“, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმის პოზიციაზე უვადო შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა.
2017 წლის ნოემბერში, კლინიკის თანამშრომლებში ე.წ. “გასათავისუფლებელ პირთა სიების“ თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა. დასაქმებულთათვის სრულიად უცნობი იყო რა მოტივით, რომელი და რამდენი პირის გათავისუფლებაზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი. ნანა რურუამ აღნიშნულთან დაკავშირებით კლინიკის მმართველ რგოლთან უკმაყოფილება გამოთქვა და პრობლემის მოგვარება ითხოვა. პირველ დეკემბერს ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სასამართლოში, დაზარალებულის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, თამარ სურმავა იცავდა.
ნანა რურუას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა. 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, კლინიკის მიერ, ექიმის გათავისუფლების ბრძანება გაუქმდა. ამასთან, კომპანიას სს „ევექსის ჰოსპიტლები“ (იაშვილის სახელობის საავადმყოფო) დაზარალებულისთვის კომპენსაციის სახით სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრა.