სხვადასხვა სფეროში დასაქმებული აქტივისტებისთვის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის პროფკავშირების და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ლექცია-ტრენინგების კურსს იწყებს. ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები შეეხებᲐ შრომით, იურიდიულ და გენდერულ საკითხებს, აქტივიზმს, გაერთიანებისა და მოლაპარაკებების წარმოების პროცედურებს, მედიასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს.
სკოლის 25 მდე მოსწავლისთვის მთლიანობაში ორი სემესტრის განმავლობაში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით 60 ლექცია ჩატარდება. სკოლის მიზანია აქტიურმა მოქალაქეებმა დასაქმების სხვადასხვა სფეროებიდან მიიღონ მაქსიმალურად ბევრი საჭირო ინფორმაცია საკუთარი და სხვათა შრომითი უფლებების უზრუნველყიფისთვის, დაცვისთვის, ბრძოლისთვის, აქტიურობისთვის, საზოგადოების ფართო მასების ინფორმირებისთვის, მოლაპარაკების წარმოების, კრიზისებისას გამოსავლის ძიების, გაერთიანების და საჭიროების დროს პროტესტის გამოხატვისთვის და გამოხატვის ამ ფორმების სამართლის ჩარჩოებში მოქცევისთვის.
პროფკავშირული სკოლა საზეიმოდ გახსნეს და კურსის მონაწილეებს დაგეგმილი სწავლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებმა რაისა ლიპარტელიანმა და თამაზ დოლაბერიძემ. სკოლის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლები. სკოლის გეგმებზე და სწავლების საორგანიზაციო საკითხებზე მონაწილეებს ესაუბრა სკოლის კოორდინატორი სოფიო შელეგია.