პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური ასამბლეა 2020 წელს თბილისში გაიმართება

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC-ის) გენერალური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. კანდიდატებს შორის იყვნენ და ჩვენს დედაქალაქს კონკურენციას უწევდნენ ისეთი მეგაპოლისები, როგორიცაა სინგაპური, მელბურნი, ტოკიო, სან-პაულო და რომი.

აღსანიშნავია, რომ არა მარტო საქართველოს დედაქალაქს, არამედ არცერთ პატარა ქვეყანას არასდროს ჰქონია პატივი ემასპინძლა ისეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის ღონისძიებისთვის, როგორიც მსოფლიო პროფკავშირების მთავარი მმართველი ორგანოს – გენერალური საბჭოს სხდომაა.

გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 120 ქვეყნის წარმომადგენელი და პირველი პირი ეწვევა და გლობალური მნიშვნელობის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს.

აღსანიშნავია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის – ირაკლი პეტრიაშვილის წვლილი გადაწყვეტილების ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებაში, რაც თავის მხრივ საქართველოს პროფკავშირების აღიარება და ამასთანავე დიდი პატივია.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC-ის) გენერალური საბჭოს სხდომა ბრიუსელში დღესაც გრძელდება. ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე პრეზიდენტია და შეხვედრაში ამ სტატუსით მონაწილეობს. მსჯელობის მთავარია საკითხია მშრომელთა ძალის გაძლიერება.

https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/403500863666004/