,,ძვირფასო მეგობრებო,
მადლობას გიხდით. თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ უდიდესი რაოდენობის – 92 ნომინაცია მივიღეთ, რათა კიდევ ერთი ვადით გავაგრძელო გენერალური მდივანი პოსტზე მუშაობა. თქვენი ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია.
წინ ადვილი პერიოდი არ გველის. ბევრ ქვეყანაში არ არის პატივისცემა გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებისადმი და დამსაქმებლები, განსაკუთრებით ტრანსნაციონალურ კორპორაციებში, იყენებენ ზეწოლისა და დაშინების ტაქტიკას, რათა არ მოხდეს მუშების ორგანიზება. ანტი-პროფკავშირული დისკრიმინაცია იზრდება და სოციალური დიალოგის ზოგადი შესუსტებაც სახეზეა. გაფიცვის უფლებას სერიოზული დაბრკოლებები აქვს და ასევე გაიზარდა პროფკავშირელების წინააღმდეგ ძალადობა. ეს წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიულ უფლებების და თავისუფლებისთვის ყველგან მსოფლიოში.
ხელფასის კლება და მაზე ზემოქმედება წინასწარ განზრახული ქმედებაა. დასაქმებულების და მათი ოჯახები ღირსეულად ვერ ცხოვრობენ. ჩვენი გლობალური ხელფასის კამპანიით, ჩვენ ხალხს იმედი მივეცით და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ორგანიზება მინიმალური საარსებო მინიმუმის შესაბამისი ხელფასის და კოლექტიური მოლაპარაკებების მოსაპოვებლად.
მაღალი უმუშევრობა და სამსახურის დაკარგვის შიში, მრავალი ახალგაზრდის სასოწარკვეთილება რაიმე სახის სამსახურის პოვნასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აძლიერებს დასაქმებულთა დაუცველობის შეგრძნებას.
კორუფციასთან, შავ ეკონომიკაში გადასახადებისთვის თავის არიდების ჩათვლით, ბრძოლა და არაფორმალური ეკონომიკის ხაფანგში მყოფი დასაქმებულების სასოწარკვეთილება ღირსეული მუშაობისთვის ბრძოლის ნაწილს წარმოადგენს. უნივერსალური სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, განათლების და სხვა სასიცოცხლო საზოგადოებრივი მომსახურების მოცვით ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ რომ ჩვენ არ დავტოვებთ არავის უკან. ჩვენთვის ბრძოლა ჩართულობისთვის, ღირსეული მუშაობისთვის, მოიცავს ყველას, მათ შორის, ქალებს, ახალგაზრდებს, მიგრანტებს, ლტოლვილებს, არაფორმალურ ეკონომიკაში მომუშავე და ახლა უკვე ხშირად ციფრული პლატფორმების კონტრაქტებით ექსპლუატირებული დასაქმებულების – ყველას ჩართულობას!
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ძმა და და ცხოვრობს კონფლიქტში, ოკუპაციის ქვეშ ან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილთა ბანაკებში. ჩვენ ყველგან შევებრძოლებით შევიწროებას.
ეს გულისხმობს ეროვნული ინიციატივების მხარდაჭერას საერთო რეგიონული და გლობალური კამპანიის სტრატეგიის სოლიდარობის ფარგლებში.
მე ვამაყობ იმით, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ. ჩვენ გვქონდა მრავალი გამარჯვება და ამან მოგვცა მომავალი ოთხი წლისთვის მყარი საფუძველი. კოპენჰაგენში კონგრესი გასცემს მანდატი, რომ ჩვენი ოთხივე ზემოთჩამოთვლილი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით სათანადო შედეგები მივიღოთ:
– მშვიდობა, დემოკრატია და უფლებები
– ეკონომიკური ძალაუფლების რეგულირება
– გლობალური ცვლილებები და უბრალოდ გადასვლები
– თანასწორობა
მადლობას გიხდით ყველას თქვენი გამბედაობისა და სოლიდარობისთვის. თქვენს ხელმძღვანელობით, ერთად მუშაობით ჩვენ შევძლებთ დასაქმებული ადამიანებისთვის სამართლიანი მომავლის შექმნას.
ჩვენი წინ დგას ამოცანაა, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომლებსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ გადაუწყვეტით მხარდაჭერა, რომ ისინი მიიღებენ სარგებელს თუ ხმას მისცემენ გუნდს, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გაერთიანდეს უსამართლობის წინააღმდეგ და გაიმარჯვოს, გუნდი, რომელიც ყოველთვის იმუშავებს იმისათვის, რომ ერთიან საქმიანობაში მუდამ უზრუნველყოფილი იყოს. .
სიამოვნებით ველი თქვენთან შეხვედრას კონგრესზე, თუ მანამდე არა.
გმადლობთ სოლიდარობისთვის,
შარან ბაროუ ”