პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატების პროფკავშირების AFL-CIO-ის კონგრესში იღებს მონაწილეობას.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობა, უკრაინასა და ბელორუსში შექმნილი მდგომარეობა, პროფკვაშირული მოძრაობის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და სოლიდარობა, ასევე, ბელარუსში დამოუკიდებელი პროფკავშირების ლიდერების დაკავება და პროფკავშირის დევნა იყო საკითხები, რომელზეც პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე სპიკერის რანგში ისაუბრა.
ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სტანდარებისა და დემოკრატიული ღირებულებების არა დეკლარირებულად, არამედ, პრაქტიკაში გატარების აუცილებლობას. რადგან, ეს იქნება გარანტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად და იმ რეჟიმების თავიდან ასაცილებლად, რომელიც რუსეთსა და ბელარუსში ჩამოყალიბდა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში, ბორჯომის ქარხანაში არსებულ ვითარებაზე, დასაქმებულთა, პროფკავშირის აქტივისტთა დევნასა და შევიწროებაზე.
კონგრესი ქალაქ ფილადელფიაში მიმდინარეობს.
ფოტოები: https://www.facebook.com/244280163072/posts/10159182724033073/