მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების 2018 წლის ანგარიში

პროფკავშირების საქმიანობის არეალში მხოლოდ ამ წლის განმავლობაში მოექცა 99 400 ადამიანი, გაერთიანების ძალისხმევით მათ მიერ მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 63,2 მილიონი ლარი – გაზრდილი ხელფასების, იძულებითი მოცდენის, კომპენსაციების და სხვა სიკეთეების სახით.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს და მედიას წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგუნა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წლის მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

მსჯელობა შეეხო საქართველოს პროფკავშირების მსოფლიო აღიარებას, რისი დასტურიცაა – სულ ახლახან პროფკავშირების საერთაშოროსო კონფედერაციის მიერ ირაკლი პეტრიაშვილის ვიცე პრეზიდენტად არჩევა. აგრეთვე საუბარი შეეხო პროფკავშირების მიერ წარმოებულ შრომით სამართლებრივ დავებს, შრომის ინსპექტირებისას გამოვლენილ დარღვევებს, კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, საერთაშორისო კამპანიებსა და წარმოებულ კვლევებს.

პროფკავშირებისთვის გასული 2018  წელი იყო საკმაოდ რთული და დაძაბული, რადგან მოგვიწია დიდი ბრძოლა დასაქმებულთა ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის. თუმცა აგრეთვე ეს წელი იყო შრომატევადი და ამასთანავე ნაყოფიერიც.

საქართველოს პროფესიული კავშირების 2018 წლის ანგარიში

ფოტოების ნახვა შეგიძლიათ აქ